სამართლის ფილოსოფია

ახალი

ავტორი: არსენ ბურჯალიანი

სამართლის ფილოსოფია

მონოგრაფიაში განხილულია სამართლის ფილოსოფიის აქტუალური საკითხები. ავტორი სავსებით მართებულად აქცევს ყურადღებას იმ გარემოებას, რომ ჩვენს თანამედროვე საზოგადოებას ისე ძლიერ მოეძალა თვითნებობა და ვოლუნტარიზმი, რომ სიტყვა სამართალი ხშირად მის საპირისპირო ცნებაში – „უსამართლობაში“ გადადის და ფაქტიურად აუფასურებს კაცობრიობის ოცნებას – ოდესმე ააშენოს სამართლებრივი და სოციალურად მოწესრიგებული საზოგადოება. განსაკუთრებით მწვავედ ეს იგრძნობა თანამედროვე საქართველოში, სადაც კანონისა და სამართლიანობის დაცვა არც უწინ ყოფილა მიღებული. „უსამართლობა“ აუცილებლობით საჭიროებს მისი ლოგიკური ფესვების ფილოსოფიურ გააზრებას, მის მოქცევას ფილოსოფიური ინტუიციისა და რეფლექსიის მუშაობაში. რა შეიძლება იყოს „ქართული უსამართლობის“ და მასთან ერთად „საერთო“ უსამართლობის მიზეზი? შესაძლებელია თუ არა მათი ფილოსოფიური ანალიზი? რა უნდა იყოს „ქართული უსამართლობის“ საფუძველი. ქართული ეროვნული აბსოლუტური თავისუფლების სიყვარული, რომელიც ვერ ეგუება კანონს, წესს და რიგს, თუ სხვა რამ? თავისუფლება, რომელიც ძევს ჩვენს ეროვნულ ხასიათში არის, ალბათ, ის თავსატეხი, რომლის გაგებაც ასე ძალიან ჭირს როგორც მტრისათვის, ასევე მოყვარისათვის. უსამართლობა სხვაგან არ არის, ის ჩვენშია, ჩვენს სამართალშია, ამიტომ გონების ჭვრეტა უპირველეს ყოვლისა ჩვენს შიგნით უნდა მივმართოთ. 

გაზიარება:

წიგნის შეძენა

დაგვიტოვეთ თქვენი ინფორმაცია და ჩვენ მალე დაგიკავშირდებით!